შეგრენ – ლარსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შეგრენ – ლარსონის სინდრომი – (K. G. T. Sjogren, შვედი ფსიქიატრი)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ექტოდერმული დისტროფიების ჯგუფს  ნევროლოგიური გამოვლინებებით და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით – თანდაყოლილი იქთიოზი, ოლიგოფრენია, კიდურების სპასტიკური ტეტრაპარეზი. კლინიკური სურათი ხასიათდება თანდაყოლილი იქთიოზის შერწყმით ოლიგოფრენიასთან და სპასტიურ ტეტრაპარეზთან. კანის ცვლილებები ჩნდება დაბადებისთანავე; აღინიშნება დიფუზური ერითემა, კანის ჰიპერპიგმენტაცია; თადათანობით ფორმირდება გენერალიზებული ჰიპერკერატოზი, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია კისრის, ტანის მიდამოებში, კიდურების პროქსიმალურ ნაწილებში. ოფლის გამოყოფა პრაქტიკულად არ აღინიშნება. ნევროლოგიური დარღვევები წარმოდგენილია პირამიდული უკმარისობით: სპასტიკური პარეზები, რომლებიც განსაკუთრებით გამოხატულია ქვედა კიდურებში. ბავშვები გვიან იწყებენ სიარულს, ან პრაქტიკულად ვერ დადიან. ვითარდება ტერფების დეფორმაცია, მოხრითი კონტრაქტურები მუხლის სახსრებში; ბავშვები მკვეთრად ჩამორჩებიან ფსიქიკურ განვითარებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook