შეირმან – მაუს დაავადება

შეირმან – მაუს დაავადება – (H. W. Scheurmann, შვედი რენტგენოლოგი; K. Mau, გერმ. ქირურგი – ორთოპედი; სინ.: ოსტეოქონდროპათური კიფოზი, მოზარდთა კიფოზი, შმორლის დაავადება) გულმკერდის მალების აპოფიზების ოსტეოქონდროპათია, რომლის ძირითადი გამოვლინებაა კიფოზი. ზიანდება უპირატესად VII – X მალები. დაავადება ვლინდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში, უმთავრესად 11 – 17 წლის ასაკის ბიჭებში. დაავადების ხანგრძლივობა 1 ½ – 2 ½ წელია; დასაწყისში ჩნდება ტკივილის შეგრძნება ხერხემალში, ზურგის კუნთების დაღლილობა, კუნთოვანი ჰიპოტონია; დაზიანებული მალების კომპრესიის ზრდასთან ერთად ტკივილები ძლიერდება, ფორმირდება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ტიპიური რკალისებრი დეფორმაცია უკან გადრეკვით; მძიმე შემთხვევებში შესაძლოა წარმოიქმნას ნევროლოგიური დარღვევები, რაც უკავშირდება ზურგის ტვინის ფესვებისა და ნერვების გაჭყლეტას.


Share this...Share on Facebook
Facebook