შვარც – ჯამპელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შვარც – ჯამპელის სინდრომი – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის მრავლობითი ანომალიებისა და ნერვ – კუნთოვანი აგზნების დარღვევების კომბინაცია. დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის მომატებით, რომლის ფონზეც შესაძლებელია წარმოიქმნას გარკვეული ჯგუფის კუნთების სპაზმი მოძრაობის დაწყების მცდელობისას, დასვენების შემდეგ ან დაკაკუნებისას. დამახასიათებელია ტანდაბლობა, სახსრების კონტრაქტურები, მაღალი სასა, თვალის ვიწრო ნაპრალები, სახის ,,ტანჯული” გამომეტყველება. ავადმყოფთა უმრავლესობას ინტექლექტი შენარჩუნებული აქვს. ნოვოკაინამიდის, ლიდოკაინის ან მექსილეტინის მიღება ამსუბუქებს სპაზმებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook