შილდერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შილდერის დაავადება – (სინ. დიფუზური სკლეროზი, დიფუზური პერიაქსილარული ენცეფალიტი, შილდერის ლეიკოენცეფალიტი) ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი დაავადება; მიეკუთვნება დემიელინიზირებად დაავაადებებს; ხასიათდება თავის ტვინის თეთრი ნივთიერების მასიური დესტრუქციით. ვითარდება ქვემწვავედ ან თანდათანობით და შემდგომში განუხრელად პროგრესირებს; მთავრდება თითქმის ყოველთვის ლეტალობით. ხასიათდება მსხვილი კერის ფორმირებით ერთ – ერთი  ჰემისფეროს ღრმა ნაწილებში, რომელიც ვრცელდება კორძიანი სხეულის გავლით მეორე ნახევარსფეროზე. ავადმყოფებს აღენიშნებათ დემენცია, სპასტიკური დამბლები, ატაქსია, მხედველობის დარღვევები, ფსევდობულბური და სხვ. დარღვევები. გარდა სპორადული შემთხვევებისა აღწერილია აგრეთვე დაავადების ოჯახური ფორმები. მკურნალობა უმრავლეს შემთხვევებში არაეფექტურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook