შიოგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შიოგრენის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის ავტოიმუნური სისტემური დაზიანება. დამახასიათებელია პათოლოგიურ პროცესში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, უმთავრესად სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ჩართვა და ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობა. დაავადების წარმოშობაში გარკვეული როლი ენიჭება ვირუსულ ინფექციასა და გენეტიკურ წინასწარგანწყობას. დაავადების გამოვლინებებია: მშრალი კერატოკონკიუნქტივიტი მუდმვი წვის შეგრძნებით, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლის გამოყოფის შემცირება, პირის ღრუს სიმშრალე წვისა და მტკივნეულობის შეგრძნებით, ღეჭვისა და ყლაპვის დარღვევები, სანერწყვე ჯირკვლების გადიდება, კბილების პროგრესირებადი კარიესი. ჯირკვლებგარეშე გამოვლინებებია: ართრალგიები, მიალგია, ლიმფადენოპათია, სასუნთქი გზების, თირკმლების დაზიანება, რეინოს სინდრომი და სხვ. მკურნალობა: გლუკოკორტიკოიდებისა და ციტოსტატიკების მიღება, ხელოვნური ცრემლის გამოყენება, პირის ღრუს მუდმივად წყლით გამოვლება და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook