შისტოსომოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შისტოსომოზები – ტროპიკული ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდები. ადამიანის დასნებოვნება შისტოსომების ლავრებით ხდება ბანაობისას, თეთრეულის რეცხვის და წყალთან სხვა კონტაქტების დროს. ლავრის ჩანერგვის ადგილზე ვითარდება დერმატიტი. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვითარდება შისტოსომოზის ზოგადი სურათი: ცხელება, თავის ტკივილი, ტკივილები ზურგსა და კიდურებში, შემცივნება, ოფლიანობა, ჭინჭრის ცხელება, შესაძლებელია სუნთქვისა და გულ – სისხლძარღვთა სისტემების დაზიანებაც. ქრონიკული შარდსასქესო შისტოსომოზის დროს აღინიშნება ჰემატურია, ტკივილი ბოქვენის ზევით და შორისის არეში; პროცესში ერთვება შარდის ბუშტი, შარდსაწვეთები, წინამდებარე ჯირკვალი. ნაწლავური ფორმის დროს სჭარბობს დისპეფსური დარღვევები, ქრონიკულში – კოლიტის სურათი. დაავადების დიაგნოზი ზუსტდება განავლაში ჰელმინთის კვერცხების აღმოჩენით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..