შიშები ღამის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შიშები ღამის – (pavor nocturnus)გამოხატული შიშისა და მოძრაობითი მოუსვენრობის მდგომარეობა, რომელიც აღენიშნებათ ბავშვებს ღამის ძილის დროს. ხშირად მას თან ახლავს სომნაბულიზმი და აღქმის დარღვევა. ღამის შიშები დაკავშირებულია  ფსიქოგენურ – ნევროზულ, მათ შორის ისტერიულ დარღვევებთან, იშვიათად კი წარმოადგენს ნევროზისმაგვარ დაზიანებას სომატური დაავადებების, თავის ტვინის დაზიანების, შიზოფრენიის დროს. განმეორებადი შიშები კი შესაძლოა იყოს საფეთქლისმიერი ეპილეფსიის ერთ  –  ერთი სიმპტომი (ე. წ. ღამის პაროქსიზმული შიშები)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა