შიში (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შიში (ფსიქოლოგია) – 1. ემოცია, წარმოქმნილი ინივიდის ბიოლოგიური ან სოციალური არსებობის საფრთხის სიტუაციებში და მიმართული რეალური ან წარმოსახვითი საფრთხის წყაროზე. ტკივილისა და ტანჯვის სხვა სახეებისაგან განსხვავებით, რომლებიც გამოწვეულია არსებობისათვის საშიში ფაქტორების რეალური ზემოქმედებით, შიში წარმოიქმნება მათი გადაჭარბებით. საშიშროების ინტენსივობის ხასიათისა და შიშის განცდის სპეციფიკი ვარირებს საკმაოდ ფართო დიაპაზონში (საშიშროება, შეშინება, თავზარდაცემა). თუკი საშიშროების წყარო არის განუსაზღვრელი ან გაუცნობიერებელი, წარმოქმნილი მდგომარეობას ეწოდება მღელვარება, (განგაში). ფუნქციონალურად შიში სუბიექტს აფრთხილებს მოსალონდნელ საშიშროებაზე, იწვევს ყურადღების გამახვილებას მის წყაროზე, უბიძგებს მისი თავიდან აცილების გზების ძიებისაკენ. თუკი შიში აღწევს აფექტის ძალას (პანიკური შიში, საშინელება), მას შეუძლია ქცევის სტერეოტიპების თავს მოხვევა (გაქცვევა, შებოჭილობა, დაცვითი აგრესია). ადამიანის სოციალურ განვითარებაში შიში გამოდის როგორც აღზრდის ერთ – ერთი მეთოდი: მაგალითად,  ფორმირებული გაკიცხვის შიში გამოიყენება როგორც ქცევის რეგულაციის ფაქტორი. არაადექვატური რეაქციები აღინიშნება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებისას (იხ. ფობიები).2. შიში – უსაგნო, უარყოფითად შეფერილი ემოცია ავადმყოფში, რომელიც მიმდინარეობს დაძაბულობით, ცხოვრების შიშის გრძნობით და მრავალფეროვანი ვეგეტატიური დარღვევებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..