შრომისუნარიანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შრომისუნარიანობა – (ფსიქოლოგია) ინდივიდის პოტენციური უნარი, შეასრულოს მიზანმიმართული მოქმედება ეფექტურობის მოცემულ დონეზე გარკვეული დროის განმავლობაში. შრომისუნარიანობა დამოკიდებულია მოქმედების გარეშე ფაქტორებზე და ინდივიდის ფსიქოფიზიოლოგიურ რესურსებზე. გამოყოფენ მაქსიმალურ, ოპტიმალურ და დაქვეითებულ შრომისუნარიანობას. მოქმედების პროცესში ხდება შრომისუნარიანობის დონის ცვლილება, რომელიც გამოსახება შრომისუნარიანობის მრდით და რომელიც აჩვენებს მოქმედების ეფექტურობის  დამოკიდებულებას მისი შესრულების დროზე. ხანგრძლივი მოქმედებებისას ტიპიურია შრომისუნარიანობის შემდეგი სტადიები გამომუშავებული, ოპტიმალური შრომისუნარიანობა, კომპენსირებადი და არაკომპენსირებადი გადაღლა, საბოლოო ,,აღტყინება”. ამ სტადიების გამოყოფა ეფუძნება  მოქმედების შინაგან რეზულტატს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook