შტეინერ – კურშმანის მიოტონია ატროფიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შტეინერ – კურშმანის მიოტონია ატროფიული – ხასიათდება ერთი მხრივ მსუბუქად გამოხატული მიოტონური მოვლენებით მტევანსა და ენაში, მეორე მხრით კუნთთა ატროფიით. ატროფიას განიცდის მიმიკური (მიოპათური სახე), მკერდ – ლავიწ –  დვრილისებური, მხრის სარტყლის, წინამხრის და მტევნის, იშვიათად პერონეალური ჯგუფის კუნთები. დამახასიათებელია მთელი რიგი ენდოკრინულ – ვეგეტატიური მოშლილობები (იმპოტენცია, ამენორეა, თმისა და კბილების ცვენა, სიმონდსის კახექსიის ტიპის სიგამხდრე, წყურვილისა და ნერწყვის დენის გაძლიერება და სხვ.). ხშირად ატარებს ოჯახურ ხასიათს. წარმოადგენს  ჰიპოთალამურ ჰიპოფიზური მიდამოს და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიის (სიმსივნე, ცისტა) შედეგს. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook