შტეინ – ლევენტალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შტეინ – ლევენტალის სინდრომი – ორივე საკვერცხის გადიდება მათი კაფსულის გასქელებითა და ფოლიკულის ცისტოზური ატრეზიით. ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰირსუტიზმით, სიმსუქნით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით. სინდრომს საფუძვლად უდევს  თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების ჭარბი პროდუქცია, რომლებიც გარდაიქმნებიან ესტროგენებად. ესტროგენების ჭარბი რაოდენობა ცვლილებას ახდენს  ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციურ მდგომარეობაზე, რის გამოც ერთის მხრივ, ქვეითდება ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეცია და ქვეითდება ოვულაცია, ხოლო მეორეს მხრივ, იზრდება მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეცია, რაც იწვევს საკვერცხეების სტრომის ჰიპერპლაზიასა და ანდროგენების სეკრეციის სტიმულაციას საკვერცხეებში, რის შედეგადაც იქმნება ჩაკეტილი წრე. დიაგნოზი დგინდება მცირე მენჯის ორგანოების  ულტრაბგერითი სკანირებით და ლაპარასკოპიით. მკურნალობა მიმართულია ანდროგენების სეკრეციის შემცირებისაკენ, ადროგენების ესტროგენებად გარდაქმნის შემცირებისაკენ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..