ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი)   მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2  –  დან 7 დღემდე, ხშირად 3  –  6 დღეს. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა, გაურკვეველი ტკივილები კუნთებში და შემცივნება. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით, შემცივნებითა და ოფლიანობით, საერთო სისუსტით. ტემპერატურა პირველ ორ დღეს აღწევს 39  –  400 და ხშირად ატარებს რემისიულ ხასიათს; ქვეითდება ლიზისით. ცხელებითი პერიოდი გრძელდება 1  –  დან 20 დღემდე. ტემპერატურის დაქვეითებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა კვლავ მისი მომატება ორი  –  ხუთი დღის განმავლობაში. დაავადების ყველაზე მუდმივი და ტიპიური ნიშნებია პირველადი აფექტი, რომელიც წარმოიქმნება ტკიპის ნაკბენის ადგილზე და მიმდინარეობს რეგიონალური ლინფადენიტით. პირველადი აფექტი წარმოადგენს მკვრივ, მტკივნეულ ინფილტრატს, რომელიც დაფარულია ყავისფერი ნეკროზული ქერქით და შემოფარგლულია ვარდისფერი ჰიპერემიული კიდით. პოლიმორფული როზეოლურ  –  პაპულოზური გამონაყარი სხეულზე ჩნდება დაავადების მე  –  2  –  4 დღეზე. გამონაყარი განსაკუთრებით ინტენსიურია სახსრების მიდამოში. პირველ 1  –  2 დღეს ჩნდება როზეოლები, და იშვიათად პაპულები. მოგვიანებით როზეოლები გარდაიქმნებიან პაპულებად და იშვიათად პეტექიებად. გულ  –  სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება შედარებითი ბრადიკარდია, ჰიპოტენზია. დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები  –  თავის ტკივილი, უძილობა. ქვეითდება მადა, აღინიშნება გულისრევა, ღებინება. მსუბუქი ფორმის დროს ცხელების პერიოდი გრძელდება 7 დღემდე, ტემპერატურა არ აღემატება 380   –  ს, ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებებს ადგილი არ აქვს. მძიმე ფორმების დროს ცხელება გრძელდება 20 დღემდე, მაღალი ტემპერატურით; გამოხტულია სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ  –  სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, აღინიშნება უხვი, პაპულოზური გამონაყარი. დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა, მძიმე ფორმების დროსაც კი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..