ცერვიციტი

ცერვიციტიცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის ანთება. საშვილოსნოს ყელის წარმოადგენს ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ინფექციის შეჭრას საშვილოსნოსა და ქალის გენიტალიების ზედა ნაწილში (საშვილოსნო, საშვილოსნოს მილები, საკვერცხეები).

რიგი ფაქტორების ზემოქმედებით ხდება საშვილოსნოს ყელის დამცავი ფუნქციის დარღვევა, უცხო მიკროფლორის შეღწევა ორგანიზმში და ინფექციურ-ანთებითი პროცესის განვითარება.

დაავადების გამომწვევები შეიძლება გახდნენ: ქლამიდიები (Chlamydia trachomatis), გონოკოკები (Neisseria gonorrhoeae), ტრიქომონადები (Trichomonas vaginalis), სხვა ბაქტერიები და ვირუსები.

დაავადება უფრო ხშირად ვითარდება სქესობრივად აქტიურ ქალებში.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!