ციტომეგალია

ციტომეგალოვირუსული დაავადება (ციტომეგალია)

ციტომეგალია – ინფექციური დაავადება; მისი გამომწვევია განსაკუთრებული ვირუსი. სახელწოდება უკავშირდება დაზიანებულ ქსოვილებში დამახასიათებელი მსხვილი უჯრედების გაჩენას. დასნებოვნება ხდება დაავადებული ადამიანებიდან სქესობრივი, კონტაქტური, ჰაერ – წვეთოვანი ან ტრანსპლანცეტარული გზით, ასევე ძუძუთი კვებისას. ხშირია აგრეთვე უსიმპტომო ინფექცია.
დაავადების სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებები აღინიშნება იმუნური სისტემის დარღვევებისას, კერძოდ შიდსით დაავადებულებში. მუცელშიგა დასნებოვნებისას შესაძლოა მოხდეს აბორტი, ბავშვის დაბადება განვითარების მანკებით, ან ციტომეგალიის კინიკური გამოვლინებებით (ცხელება, სიყვოთლე, ფილტვების, თირკმელების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები). დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიული მეთოდებით.
მკურნალობა ტარდება ანტივურუსული პრეპარატით განციკლოვირით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს, რომელთა საერთო მახასიათებელია ორგანიზმში პერსისტირება  ვირუსული ნაწილაკების არარეგულარული პროდუქციითა და ქრონიკული ინფექციის გამწვავებით. თუმცა ციტომეგალოვირუსს თავისებურებებიც გააჩნია, რაც განსახვავებს სხვა ჰერპესვირუსებისაგან, მათ შორის ვირუსის ნელი რეპლიკაცია, შედარებით დაბალი ვირულენტობა, უჯრედული იმუნიტეტის მკვეთრი დაქვეითება.

ეპიდემიოლოგია

ციტომეგალოვირუსული ინფექციის გამომწვევის წყაროს წარმოადგენს ციტომეგალოვირუსის ქრონიკული მტარებლები ან სხვადასხვა ფორმით დაავადებულები. ვირუსის გადაცემა ხდება ბიოლოგიური სითხებისა და ორგანიზმის გამონაყოფების მეშვეობით: სისხლი, შარდი, ნერწყვი, ცრემლი, დედის რძე, ამნიონური სითხე, სპერმა, საშოს გამონაყოფი.
ციტომეგალოვირუსული ინფექციის წყარო შეიძლება იყოს ტრანსპლანტაციის მიზნით გამოყენებული ქსოვილები და ორგანოები, დონორის სისხლი, ასევე ორსული ქალები. ვირუსის გადაცემის მექანიზმი ამ უკანასკნელის შემთხვევაში გულისხმობს უშუალო კონტაქტს ორსულსა (მშობიარეს) და ნაყოფს (ახალშობილს) შორის, ასევე ციტომეგალოვირუსის გადაცემა ხდება  სექსუალურ პარტნიორებს შორის, დახურულ საბავშვო კოლექტივებში.
ციტომეგალოვირუსულ დაავადებას ხშირად უწოდებენ კოცნის დაავადებასაც.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ციტომეგალოვირუსული ინფექციის კლინიკური ვარიანტები გამოირჩევა ფართო სპექტრით, რაც განისაზღვრება სხვადასხვა ვირუსების შორის ურთიერთქმედებით, იმუნიტეტის  დონით (უპირველეს ყოვლისა უჯრედული იმუნიტეტის) და ინფიცირების მექანიზმით.
დიდ უმრავლესობაში ვითარდება კლინიკურად უსიმპტომო, ინაპარანტული და ქრონიკული ფორმები. ციტომეგალოვირუსული ინფექცია ნაყოფის ინფიცირების ყველაზე ხშირი მიზეზია; ტრანსპლაცენტარული ინფიცირებისას ჩვეულებრივ ვითარდება მუცლის მოშლა, მკვდრადშობადობა, განვითარების მანკები.
ნაყოფის დაინფიცირება სამშობიარო გზებში გამოსვლისას ან ახალშობილობის პერიოდში (ძუძუთი კვება, დედასთან მჭიდრო კონტაქტი) ჩვეულებრივ ნაკლებად მძიმე შედეგებით ხასიათდება, ხშირად აღინიშნება ლატენტური ვირუსმტარებლობა.
ტრანსპლანტაციისა და ჰემოტრანსფუზიის შემთხვევაში ვითარდება მწვავე ინფექციური დაავადებაა (თავისებური ვირუსული ჰეპატიტი, მკვეთრი ინტოქსიკაციის გარეშე, მაგრამ ჰიპერფერმენტემიითა და ქოლესტაზით, მონონუკლეოზის მსგავსი ლიმფადენიტი და სხვა.)

ციტომეგალოვირუსული დაავადების სახეები

განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ ციტომეგალოვირუსულ დაავადებას, რომლებიც განსხვავდებიან არამარტო ინფიცირების მექანიზმით, ასევე პათოგენეტიკური ბუნებით.

თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული დაავადება

თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული დაავადება მოიცავს აშკარა ციტომეგალოვირუსულ სინდრომს, (მკვდრადშობადობა, აბორტები), ასევე ხშირია დღენაკლულობა, საშვილოსნოსშიდა ჰიპოტროფია, თრომბოციტოპენიური პურპურა,  ღვიძლის დაზიანება სიყვითლით, თანდაყოლილი ჰეპატიტები და ციროზი, ცნს-ის დაზიანება (ჰიდროცეფალია, მიკროცეფალია, მენინგოენცეფალიტი), ციტომეგალოვირუსული სეფსისი  (დისემინაცია) სხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებით.
ფარული ციტომეგალოვირუსული სინდრომი მოიცავს ისეთ დარღვევებს, რომელთა ამოცნობა დაბადებისას ძნელია. მათ მიეკუთვნება ქორიორეტინიტი მხედველობის ნერვის ატროფიით, სიყრუე, ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, ვითარდება ბავშვის განვითარების შედარებით გვიან სტადიებზე.

შეძენილი ციტომეგალოვირუსული დაავადება

შეძენილი ციტომეგალოვირუსული დაავადება არ ჯდება ერთი ნოზოლოგიური ფორმის ჩარჩოებში, შესაძლოა მიმდინარეობდეს ცხელებით, ინტოქსიკაციით, სისუსტით, მიალგიით, ლიმფადენოპათიით, სიალადენიტით, ჰეპატიტით, პნევმონიით, საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაზიანებით, მიოკარდიტით.
ამასთან შეიძლება მიიღოს აივ -ინფექციის, ინფექციური მონონუკლეოზის, მწვავე ლეიკოზის, ლიმფოგრანულომატოზის, ვირუსული ჰეპატიტის, სეფსისის სახით. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად განვითარებული, ციტომეგალოვირუსული ჰეპატიტი, ხასიათდება ცხელებით, სიყვითლით, ჰეპატოსპლენომეგალიით, ქოლესტაზით.

დიაგნოსტიკა

ციტომეგალოვირუსული დაავადების დიაგნოზის დასმა ხდება ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე: ბიოლოგიურ სითხეებში ციტომეგალოირუსისა და მისი ანტიგენების, ასევე სპეციფიური ანტისხეულების აღმოჩენა.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

ციტომეგალოვირუსული დაავადების მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს იმუნოთერაპიასა  და ანტივირუსულ თერაპიას. რაც შეეხება დაავადების პროფილაქტიკას, სპეციფიური მეთოდები არ არსებობს, მნიშვნელოვანია ნაყოფის ინფიცირების თავიდანა აცილება, რისთვისაც აუცილებელია ორსულობამდე ქალის გამოკვლევა ციტომეგალოვირუსულ ინფექციაზე.
ანტივირუსული თერაპია ორსულობის პერიოდში არ გამოიყენება,  რადგან ხასიათდება მაღალი ტოქსიურობით და ნაყოფს უქმნის საფრთხეს. ციტომეგალოვირუსულ ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევაში დაორსულება შესაძლებელია მხოლოდ მყარი რემისიის  მიღწევის ფონზე.


ციტომეგალიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ციტომეგალია – ინფექციური დაავადება; მისი გამომწვევია განსაკუთრებული ვირუსი – ციტომეგალოვირუსი
🦠 ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს, რომელთა საერთო მახასიათებელია ორგანიზმში პერსისტირება ვირუსული ნაწილაკების არარეგულარული პროდუქციითა და ქრონიკული ინფექციის გამწვავებით.
🔎 ციტომეგალოვირუსული ინფექციის კლინიკური ვარიანტები გამოირჩევა ფართო სპექტრით, რაც განისაზღვრება:
➡️ სხვადასხვა ვირუსების შორის ურთიერთქმედებით;
➡️ იმუნიტეტის დონით (უპირველეს ყოვლისა უჯრედული იმუნიტეტის);
➡️ ინფიცირების მექანიზმით.
🖇 დიდ უმრავლესობაში ვითარდება კლინიკურად უსიმპტომო, ინაპარანტული და ქრონიკული ფორმები.
🤰ციტომეგალოვირუსული ინფექცია ნაყოფის ინფიცირების ყველაზე ხშირი მიზეზია; ტრანსპლაცენტარული ინფიცირებისას ჩვეულებრივ ვითარდება:
📎 მუცლის მოშლა;
📎 მკვდრადშობადობა;
📎 განვითარების მანკები.
👉 გაიგეთ მეტი ციტომეგალოვირუსის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3PWEv1v
#ციტომეგალოვირუსი #რაარისციტომეგალია #ციტომეგალია #ინფექციურიდაავადებები #ციტომეგალიისგადაცემისგზა #ციტომეგალიისსიმპტომები #ციტომეგალიისნიშნები #ციტომეგალიისმკურნალობა #მუცლისმოშლა #მკვდრადშობადობა #განვითარებისმანკები #ვერტიკალურიგადაცეა #ძუძუთიკვება #ნელივირუსები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ბმები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

1 comment on “ციტომეგალია”

Comments are closed.