ციტოტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ციტოტროფობლასტი – (cytotrophoblastus ბერძნ. cytos – უჯ­რედი და იხ.ტროფობლასტი) – ტროფობლასტის შიგნითა შრე, რომელიც შედგება კუბურ უჯრედთა (trophoblastocyti) ერთი შრისაგან. ციტოტროფობლასტის გარეთ მდებარეობს ტროფობლასტის სიმპლასტური ნაწილი – პლაზმოდიოტროფობლასტი. ტროფობლასტის მასალის დიფერენცირება უჯრედულ და სიმპლასტურ ნაწილად მიმდინარეობს ადამიანის ჩანასახის ინპლანტაციის დროს. ციტოტროფობლასტს უწოდებენ აგრეთვე ლანგჰანსის შრეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..