ცრუ ორსულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცრუ ორსულობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ქალის თვითშთაგონების შედეგად, რომელსაც სურს დაორსულება, ან პირიქით, აქვს შესაძლო დაორსულების შიში; ხასიათდება იმ სიმპტომების გაჩენით, რომელიც მოგვაგონებს ორსულობის ზოგიერთ ნიშნებს. შესაძლოა აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, მუცლის გადიდება, სწორი ნაწლავის ატონია და მეტეორიზმი, წარმოიქმნება ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება, წყდება მენსტრუაცია, მკვრივდება სარძევე ჯირკვლები, ჩნდება ხსენი და ა. შ. ორსულობის არარსებობა, რომელიც დგინდება გინეკოლოგიური გასინჯვით, წარმოადგენს ენდოკრინოლოგთან და ფსიქიატრთან კონსულტაციის ჩვენებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook