ცხენის კუდის სინდრომი

ცხენის კუდის სინდრომი – 1. (syndromum caudae equinae) ტერფების ასიმეტრული პერიფერიული დამბლის, აქილევსის რეფლექსების არარსებობის, ფეხების და შორისის მიდამოში ჰიპერესთეზიის და ტკივილების შერწყმა მენჯის ორგანოთა ფუნქციის მოშლასთან, რაც განპირობებულია ცხენის კუდის შემადგენლობაში შემავალი ზურგის ტვინის ფესვების დაზიანებით.

2.  უკავშირდება წელისა და გავის ზურგის ტვინის ფესვების ზეწოლას, რომლებიც წარმოქმნილნი არიან ხერხემლის არხის ქვედა ნაწილში. კლინიკურად ვლინდება ტკივილით წელსა და ფეხებში, ასიმეტრული ქვედა დუნე პარაპარეზით, შორისის გაბუჟებით, შარდვის შეჩერებით, განავლის შეუკავებლობით. მოითხოვს გადაუდებელ ნეიროქირურგიულ ჩარევას.


Share this...Share on Facebook
Facebook