ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები – გვხვდება ღია და დახურული ტრავმები. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე. ბლაგვი ტრავმები მიმდინარეობენ ცხვირის ძვლების, ზოგჯერ კი დანამატი წიაღების კედლების დახურული მოტეხილობით. ლორწოვანი გარსის გასკდომისას მოხოცვის შემდეგ ვლინდება სახის კანქვეშა ემფიზემა. ცხვირის მძიმე ტრავმები არაიშვიათად მიმდინარეობს გონების დაკარგვითა და შოკით. ხშირია ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის ძგიდის ჰემატომა. სიმპტომები, მიმდინარეობა. რბილი ქსოვილების შეშუპება, ცხვირის დეფორმაცია, სისხლჩაქცევები, რომელიც არაიშვიათად ვრცელდება ზედა და ქვედა ქუთუთოებზე. პალპაციით ვლინდება მოტეხილობების კრეპიტაცია. ცხვირის ძვლის მოტეხილობის ადგილის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა. მოტეხილობის ადგილის ანესთეზიის შემდეგ ასწორებენ ძვლებს. რეპოზიის შემდეგ ცხვირში შეაქვთ სტერილური ტამპონი, რომელიც დასვენებულია ვაზელინით. ცხვირიდან სისხლდენას აჩერებენ ტამპონადით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..