ცხვირის კარიბჭის ფურუნკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის კარიბჭის ფურუნკული – წარმოიქმნება ტრავმების და განაკაწრების დროს სტაფილოკოკური ინფექციის შეღწევით ცხვირის შესავალის ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ფოლიკულებში. გასაკუთრებით ხშირია ფურუნკულოზისადმი მიდრეკილ პირებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად გადაეცემა საფეთქელში, კბილებში, თვალში. კანი ცხვირის წვერზე და ფრთებზე გათხელებული, ჰიპერემიული, დაჭიმული და ძალიან მტკივნეულია შეხებისას. სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს მომატებული. ანთებითი შეშუპება ზოგჯერ ვრცელდება გარემომცველ ქსოვილებზე. შესაძლებელია მძიმე გართულებები, განსაკუთრებით ფურუნკულის გაჩხვლეტის და გამორწყვის დროს, რაც სრულიად დაუშვებელია, ვინაიდან იწვევს ინფექციის გავრცელებას სისხლძარღვებით ქალას ღრუში. მკურნალობა კონსერვატულია. საწყის სტადიაზე ცხვირში ათავსებენ 10% – იან სინტომიცინის ემულსიას ან ბუროვის სითხეში დასველებულ დოლბანდის ტურუნდას (ყოველ 3 – 4 საათში). ფურუნკულოზის დროს აუცილებელია სიმშვიდე, ანიბიოტოკოთერაპია. გამოიყენება ფიზიოთერაპია, აუტოჰემოთერაპია, გამაკაჟებელი მკურნალობა, გამა – გლობულინი, სტაფილოკოკური ანატოქსინი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook