ცხვირის წითელი მარცვლოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის წითელი მარცვლოვნება – (granulosis rubra nasi) იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ცხვირის კანზე წითელი ფერის კვანძების არსებობით. დაავადება გვხვდება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში; მოზრდილებში აღწერილია ერთეული შემთხვევები. ცხვირის გაწითლებულ კანზე, განსაკუთრებით მის წვერზე და ფრთებზე, ზოგჯერ კი ლოყებზე და ზედა ტუჩზე გაფანტულია მეტ – ნაკლები რაოდენობით მოვარდისფერო და მოლურჯო – მოწითალო კვანთები. კვანთები ერთმანეთს არ ერწყმიან და ქავილს არ იწვევენ. ემოციური დაძაბვისას ცხვირის კანის სიწითლე მატულობს; ცხვირი მუდმივად ცივია. დაავადება მიმდინარეობს ზოგადი ჰიპერჰიდროზით, ჰიპერტრიქოზით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook