ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი – ვითარდება პირველადი ტუბერკულოზური კერიდან ჰემატოგენური გზით ინფექციის გადატანის შემთხვევაში. ავადდებიან უპირატესად ბავშვები სიცოცხლის პირველი 10 წლის განმავლობაში. უხშირესად ტუბერკულოზით ზიანდება ხერხემალი და მსხვილი სახსრები, თუმცა შესაძლოა დაზიანდნენ სხვა ძვლებიც. უმეტეს შემთხვევაში ტუბერკულოზური კერა ლოკალიზებულია ძვლის სასახსრე ბოლოს ეპიფიზში. თავდაპირველად წარმოიქმნება იზოლირებული კერა, ხოლო შემდეგ ხდება პროცესის გავრცელება სასახსრე ხრტილებზე და სინოვიურ გარსზე. იმის მიხედვით, თუ სახსრის რომელი ნაწილია დაზიანებული, განასხვავებენ ტუბერკულოზის სინოვიურსა და ძვლოვან ფორმას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook