ძვლის კოჟრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ძვლის კოჟრი – ძვლოვანი ქსოვილის უბანი, რომელიც ვითარდება ძვლის მოტეხილობის ადგილზე და აერთებს მის ნამსხვრევებს. წარმოიქმნება მოტეხილობიდან პირველი 7 – 10 დღის განმავლობაში, შემდგომ 7 – 10 დღის განმავლობაში იგი იცვლება ოსტეოიდური ქსოვილით, ხოლო 20 – 21 დღიდან იწყება მისი გაკირვა, რაც ვლინდება რენტგენოლოგიურად. ძვლის კოჟრის არასრულფასოვნება იწვევს ცრუ სახსრის ფორმირებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook