წურბელა სამედიცინო

წურბელა სამედიცინო – (Hirudo medicinalis), რგოლოვანი ჭია წურბელების კლასისა, ხახაში აქვს 3 დაკბილული ყბა, რომელთა ბოლოებზე იხსნება სანერწყვე ჯირკვლების სადინარები. ბინადრობს ცენტრ. და სამხრ. ევროპისა და მცირე აზიის მტკნარ წყალსატევებში. იკვებება დიდი ძუძუმწოვრების (რომლებიც წყლის დასალევად წყალში შედიან) სისხლით.

წურბელა სამედიცინოს ნერწყვი შეიცავს ჰირუდინს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ამიტომ წურბელა სამედიცინოს ყბებით გაჭრილი ადგილიდან დიდხანს მოდის სისხლი.
თანამედროვე მედიცინაში იყენებენ სამკურნალო მიზნით სისხლის გამოსაშვებად თრომბოფლებიტის, ჰიპერტონიის, ინსულტის წინარე მდგომარეობისა და სხვ. დროს. [“1”]

წურბლებით მკურნალობას ჰირუდოთერაპიას უწოდებენ.

ჰირუდოთერაპიის ჩვენებები:

• ანტიკუაგულატორი (სისხლის შედედების დაწევა)
• ჰიპერტონული დაავადება
• უროლოგიური პრობლემები
• ნერვული დარღვევები
• ენდოკრინოლოგიური დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, სიმსუქნე)
• თრომბოლიტური (ტრომბების დაშლა)
• იშემიის საწინააღმდეგო (ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლმომარაგების გაუმჯობესება)
• ანტიჰიპოქსიური (ორგანოების და ქსოვილების სისხლის ჟანგბადით მომარაგება)
• შეშუპების საწინააღმდეგო
• მიკროცირკულაციის აღდგენა
• სისხლძარღვთა კედლის გამტარებლობის ღდდგენა
• ბაქტერიოსტატიკი (მიკროორგანიზმების სიკვდილი, რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესებს
• იმუნოსტიმულატორი
• ანალგეზიური (გამაყუჩებელი)

______________________________________________

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

1. ჰირუდოთერაპია (წურბელებით მკურნალობა); 2. სამედიცინო წურბელა; 3. ჰირუდოთერაპია;
4. ჰირუდოთერაპიის უკუჩვენებები; 5. წურბლებით მკურნალობა (ჰირუდოთერაპია). უფასო დისტანციური კონსულტაციები; 6. წურბელების მავნებლობა

..