წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი – უცნობი გენეზის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის სპეციფიური ანთება იწვევს ეროზიის, წყლულის, ნაწლავის კედლის ნეკროზის განვითარებას. ვლინდება ტკივილით მუცელში, ფაღარათით, ტენეზმებით, ნაწლავური სისხლდენით, მაღალი ტემპერატურით. დიაგნოზი დასტურდება რექტორომანოსკოპიით. შესაძლო გართულებებია: პროფუზული სისხლდენა, კედლის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია. მკურნალობა: დიეტა, გლუკოკორტიკოიდები ადგილობრივად და შიგნით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..