ჭეშმარიტი ეგზემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჭეშმარიტი ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია – მტევნების უკანა ზედაპირი და სახე. მწვავე პერიოდი გამოირჩევა ერითემატოზულ ფონზე მიკროვეზიკულების გამონაყრით. მათი გახსნის შემდეგ წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები (,,სეროზული ჭები’’), რომლებიც წვეთების სახით გამოყოფენ სეროზულ ექსუდატს. ანთებითი მოვლენების ჩაცხრომის პარალელურად ბუშტუკების რაოდენობა მცირდება, მათი ნაწილი შრება ქერქების წარმოქმნით, ხოლო დაზიანებულ უბნებზე ჩნდება წვრილი ქატოსებური აქერცვლა. იმის გამო, რომ ეგზემა ვითარდება შეტევისმაგვარად, აღინიშნება ყველა ელემენტის (ბუშტუკები, ნასველები, ქერქები და აქერცვლა) ერთდროული არსებობა, რაც წარმოადგენს ეგზემის ყველზე მეტად დამახასიათებელ სიმპტომს (ევოლუციური პოლიმორფიზმი). დაავადებას თან სდევს ძლიერი ქავილი. ნაფხანების შედეგად ეგზემა რთულდება მეორადი ინფექციით. ხშირად ეგზემატოზური პროცესს გააჩნია ტენდენცია გავრცელებისაკენ, ცალკეულ ავადმყოფებში ის აზიანებს კანის საფარველის მნიშვნელოვან უბნებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook