ხახის ტრავმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხახის ტრავმა – შეიძლება იყოს შიგნიდან  –  დამჭრელი საგნის შეღწევით პირიდან ან ცხვირიდან (განსაკუთრებით ბავშვებში) და გარედან  –  კისრის ჭრილობების დროს. სიმპტომები. შიგა დაზიანების დროს აღინიშნება ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. დაზიანებას ადვილად ადგენენ დათვალიერებით (ფარინგოსკოპია, უკანა რინოსკოპია). მკურნალობა. შიგა დაზიანების დროს პირველ რიგში იღებენ უცხო სხეულს, თუკი ასეთი არსებობს. პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ხახაში გამოსავლებები, დიეტა, ჩვენების მიხედვით სულფანილამიდური პრეპარატები და ანტიბიოტიკები. აბსცენდირების შემთხვევაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian