ხორხის დამწვრობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხორხის დამწვრობები – აღინიშნება როგორც უბედური შემთხვევა. მოზრდილებში მძიმე დამწვრობები წარმოიქმნება მთვრალ მდგომარეობაში მჟავეების (გოგირდმჟავა, ქლორწყალბადმჟავა, აზოტმჟავა), ტუტეების (მწვავე ნატრიუმი ან მწვავე კალიუმი), ნიშადურის სპირტის გადაყლაპვით. მძიმე დამწვრობები ხშირია ბავშვებში მწვავე სითხეების დალევისას. სიმპტომები. მხოლოდ პირის ღრუს და ხახის დამწვრობის დროს ავადყოფის მდგომარეობა იმდენად მძიმე არ არის, თუმცა ხორხსარქველის დაზიანების და ციცხვ – ხორხსარქველის ნაოჭების დაზიანების შედეგად  შესაძლოა აღინიშნებოდეს სუნთქვის გაძნელება (განსკუთრებით ბავშვებში). დამწვრობისას ავადმყოფებს აწუხებთ ძლიერი ტკივილი ნერწყვის გადაყლაპვის დროსაც კი. მკურნალობა ტარდება სტაციონარში, ვინაიდან სუნთქვის გაძნელების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს ტრაქეოსტომია. პირველი დახმარების სახით დაზარალებულს დასალევად აძლევენ სითხის გამანეიტრალებელს: მჟავეებით დამწვრობის დროს გამოიყენება 1 – 2% – იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი პირის ღრუსა და ხახის გამოსავლებად, ხოლო ტუტეებით დამწვრობისას  –  ლიმონმჟავით შემჟავებული წყალი. შეიძლება რძის გამოყენება, ასევე კვერცხის ცილის, რომელიც გაზავებულია ცივი წყლით. ავადმყოფს აძლევენ ყინულის ნაჭერს გადასაყლაპავად; ინიშნება ანტიბიოტიკები და ჰორმონოთერაპია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian