ხორხის ხრტილების პერიქონდრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხორხის ხრტილების პერიქონდრიტი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხრტილსაზრდელას ანთება, რომელიც განპირობებულია ხორხის ტრამვით, მწვავე (გრიპი, ტიფი) ან ქრონიკული (ტუბერკულოზი, სიფილისი) ინფექციებით. შეიძლება განვითარდეს ხორხის კიბოს დროს, კერძოდ სხივური თერაპიის შედეგად, როდესაც ის უხშირესად მიმდინარეობს ხრტილის ანთებასთან ერთად (ქონდროპერიქონდრიტი). სიმპტომები. ტკივილები ყლაპვის და საუბრის დროს, სხეულის ტემპერატურის მომატება. ხოხრსარქველის, ციცხვისებური ხრტილების, იშვიათად ხმოვანი იოგების ინფილტრაცია და შეშუპება. სწრაფად განვითარებულმა შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის მკვეთრი დარღვევა. ხორხის მიდამოში, ყელზე შეიძლება განვითარდეს მტკივნეული შეშუპება. ზოგჯერ ვითარდება ხრტილის ნეკროზები და მათი ჩირქოვანი გალხობა ფისტულების წარმოქმნით. ხანგრძლივი მიმდინარეობისას, არც თუ იშვიათად, წარმოიქმნება ნაწიბუროვანი ცვლილებები, რომლებსაც მივყავართ ხორხის მყარ სტენოზამდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian