ჯეკსონის ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჯეკსონის ეპილეფსია – ფოკალური ეპილეფსია. კორტიკული ეპილეფსია, პარციალურ – მოტორულ გულყრათა ჯგუფს მიეკუთვნება. ნათელი ცნობიერების ფონზე ვითარდება კლონური კრუნჩხვები, თუმცა კლონურს შეიძლება წინ უსწრებდეს ხანმოკლე ტონური ფაზა. კლონური კრუნჩხვებისტერეოტიპულად ვითარდება სხეულის ან კიდურის ერთსა და იმავე სეგმენტში და აქედან შესაძლოა განიცადოს გენერალიზაცია მთელი სხეულის კუნთების ჩათრევით და გონების შემდგომი დაკარგვით, ეს ე.წ. მეორადად გენერალიზებული გულყრაა. ვითარდება თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის მამოძრავებელი არეების გაღიზიანების შედეგად (უცხო სხეული, ტრავმული ნაწიბური, სიმსივნე, ჰემატომა და სხვ.) სინონიმი: ბრავე – ჯეკსონის ეპილეფსია. [“3”] 2.  ეპილეფსიის ფორმა, რომელიც ხასიათდება ფოკალური ეპილეფსიური შეტევებით, ტენდენციით გენერალიზაციისაკენ. აღინიშნება თავის ტვინის ქერქის დაზიანებისას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian