ჯილბერტ – ბეჰჩეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჯილბერტ – ბეჰჩეტის სინდრომი  – ქრონიკული სეპტიკურ – ალერგიული დაავადება. სავარაუდოა ვირუსული ეტიოლოგია. ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ქრონიკული კოლიტი. შეიძლება აღინიშნოს პირის ღრუს, საყლაპავის, კუჭის, გენიტალისის და ანუსის ლორწოვანი გარსების აფთოზური დაწყლულება, ანთებითი პროცესი თვალში, თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ჰემატურია, სისხლდენა კუჭ – ნაწლავიდან, ჰემოპტოე, მენინგეალური მოვლენები, პოლიართრიტი. შედარებით ხშირია მამაკაცებში. სინონიმები: ტურენის დიდი აფთოზი, ბეჰჩეტის სინდრომი, ადამანტიად – ბეჰჩეტის სინდრომი, სეპტიკური ირიდოციკლიტი, სეპტიკური ირიტი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian