ჰალუცინაციური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰალუცინაციური სინდრომი – ფსიქოპათოლოგიური სინდრომი უხვი ჰალუცინაციებით, რომლებსაც შესაძლებელია თან ახლდეს ბოდვები.საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვლინდება უხვი ჰალუცინაციებით და მიმდინარეობს გონების დაკარგვის გარეშე. წარმოიქმნება შიზოფრენიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ორანული და სისხლძარღვოვანი დაავადებების, სიმპტომატური ფსიქოზების, ინტოქსიკაციების, ეპილეფსიის დროს. განასხვავებენ სმენით, მხედველობით და ტაქტილურ ჰალუცინოზებს. სმენითი ჰალუცინოზის დროს ვერბალური ჰალუცინაციები წარმოიქმნება მონოლოგის ან დიალოგის სახით; აღქმის მცდარობა ატარებს კომენტირებად ან იმპერატიულ ხასიათს. უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია ტენდენცია თვითდაკვიდრებისაკენ, ან თუნდაც სუიციდალური მცდელობები, ასევე აგრესიის აქტები გარშემომყოფთა მიმართ. დაავადებას განვითარების პროცესში არაიშვიათად ერთვის ყნოსვითი ჰალუცინოზი; აღინიშნება აგრეთვე ჰალუცინატორული სინდრომის ტრანსფორმაცია პარანოიდალურში.

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook