ჰამარტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰამარტომა – (hamartoma ბერძნ.ნაკელი) განვითარების ანომალია. ანატომიურ სტრუქტურებში ქსოვილთა არასწორი შეფარდება, ნორმაში არარსებული ჩანასახოვანი წარმონაქმნების ნარჩენთა შენარჩუნება ზრდასრულ ორგანიზმში. სინ.პროგრობლასტი  –  კვანძოვანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ორგანოთა და ქსოვილთა ემბრიონული განვითარების დარღვევის შედეგად. შედგება იმავე კომპონენტებისგან, რომლებისგანაც ორგანო, რომელშიც იგი მდებარეობს, მაგრამ განსხვავდება არასწორი განაწილებითა და დიფერენცირებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian