ჰანდ – კრისტიან – შულერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰანდ – კრისტიან – შულერის დაავადება – კრანიოჰიპოლაზიური ქსანთომა. კრანიოჰიპოფიზული დიზოსტოზი. ლიპოიდური გრანულომატოზი. ვლინდება უფრო ბავშვებში, აღინიშნება მოზრდილებშიც. გაფაშრება და შეშუპება ღრძილების, კბილების მორყევა. კანში პატარა მოყვითალო კვანძები. ძვლებში, უპირატესად თავის ქალაში დეფექტები, ლულოვანი ძვლების მოტეხილობები. რენტგენოლოგიურად  –  ძვლებში ოსტეოპოროზი, ელენთა და ღვიძლიმცირედ გადიდებული. სისხლში –  ჰიპერქოლესტერინემია. უმნიშვნელო ანემია. ძვლის ტვინში  –  რეტიკულური უჟრედები და ქოლესტერინის ჩალაგება, ზოგჯერ უშაქრო დიაბეტი და ეგზოფტალმი, უფრო იშვიათად ადიპოზოგენიტალური დისტროფია. მიმდინარეობაქრონიკული. პროგნოზი ცუდი. სინონიმი: კრისტიან – შულერის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian