ჰანტინგტონის ქორეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰანტინგტონის ქორეა – (G. Huntington, ამერ. ნევროპათოლოგი; სინ.: ქრონიკული ქორეა, პროგრესირებადი ქორეა, მემკვიდრეობითი ქორეა)ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება გავრცელებადი ქორეული ჰიპერკინეზებითა და დემენციით; დაავადების პირველი ნიშნები უმეტეს შემთხვევებში ჩნდება 35 – 45 წლის ასაკში; მიმდინარეობა ქრონიკული და პროგრესირებადია. ყველაზე უფრო ადრეული და მუდმივი ნიშანია ქორეული ჰიპერკინეზი –  ყველა კუნთის არაკოორდინირებული, სწრაფი მოძრაობა, რომელიც ძლიერდება ნებითი მოძრაობის, სულიერი მღელვარების დროს, და ქრება ძილის დროს; ხშირად თან ერთვის ათეტოზის ელემენტები; პროცესის პროგრესირებასთან ერთად ირღვევა სიარულის მანერა, მეტყველება, კალიგრაფია. შესაძლოა აღინიშნებოდეს პარესთეზიები, ტკივილები, სხვადასხვა ვეგეტატიური მოშლილობები, დიაბეტი და სხვ. თანდათანობით ვითარდება პიროვნების ცვლილებები, ქვეითდება ინტელექტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian