ჰემატოკოლპოსი

ჰემატოკოლპოსიჰემატოკოლპოსი – (ბერძ. kolpos – საშო) საშოში მენსტრუალური სისხლის დაგროვება რაიმე წინააღმდეგობის გამო, მაგ. საქალწულე აპკის ხვრელის თანდაყოლილი არარსებობის გამო ან საშოს განვითარების დარღვევით. ვლინდება სქესობრივი მომწიფებისას ციკლური (ყოველთვიური) ტკივილებით მუცლის ქვევით.

როგორც წესი, ვითარდება გოგონას პირველი მენსტრუაციის დადგომის შემდეგ.

საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას საქალწულე აპკის გასაჭრელად და სისხლის გამოსადინებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღინიშნება მუცლის ქვედა ნაწილში მუდმივი ტკივილები, შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი პროცესის განვითარება.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!


.

Share this...Share on Facebook
Facebook