მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემატურია – 1.(ქირურგ.) შარდთან ერთად სისხლის გამოყოფა. პათოლოგია წარმოადგენს საშარდე სისტემის მრავალი დაავადების სიმპტომს, რომლის უკეთესად შეფასებისთვის გამოიყენება ე.წ. სამი ჭიქის სინჯი: შარდვის დროს ავადმყოფისგან იღებენ შარდის სამ სხვადასხვა სინჯს – შარდვის დასაწყისში, შუაში და ბოლოში. სისხლის არსებობა მხოლოდ პირველი პორციის დროს მეტყველებს ურეთრის დაზიანებაზე: ტრავმული დაზიანება., პაპილომები, ანთება (ამასთან აღინიშნება ჩირქის შენარევი). სისხლის არსებობა მხოლოდ მეორე პორციაში მიგვანიშნებს შარდის ბუშტის ან წინამდებარე ჯირკვლის ზოგიერთ დაზიანებაზე. ტოტალური ჰემატურია – სისხლი ყველა პორციაში – ვლინდება შარდის ბუშტის დაავადებების (მწვავე ჰემორაგიული ცისტიტები, შარდის ბუშტის კენჭები, სიმსივნეები), აგრეთვე თირკმლების და შარდსაწვეთების დაზიანებების (თირკმელკენჭოვანი დაავადება, სიმსივნეები და ა.შ.) დროს. მკურნალობა. ყველა შემთხვევაში აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია. 2. ჰემატურია – შარდში თვალით შესამჩნევი სისხლის (ერითროციტების), არსებობა (მაკროჰემატურია) ან მიკროსკოპით შესამჩნევი (მიკროჰემატურია); წარმოადგენს რიგი დაავადებებისა და თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების ტრავმული დაზიანებების სიმპტომს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Comments are closed.

vaka