ჰემოთორაქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემოთორაქსი – 1. პლევრის ღრუში სისხლის დაგროვება ტრავმის ან (იშვიათად) ფილტვის სიმსივნის, ტუბერკულოზის და სხვ. დაავადებების დროს. მცირე პნევმოთორაქსი ვლინდება გულმკერდის არეში ტკივილით, ხველით; მისი ზრდისას წარმოიქმნება ქოშინი, ციანოზი, გულის მოქმედების დარღვევა. შესაძლებელია გართულებები – პლევრის ემპიემა, შეხორცებების წარმოქმნა და სუნთქვის უკმარისობის განვითარება. მკურნალობა – მნიშვნელოვანი პნევმოთორაქსის დროს ახდენენ პლევრალურ პუნქციას. შედედებული ჰემოთორაქსის დროს აწარმოებენ სისხლის კოლტების ქირურგიულ მოცილებას პლევრის ღრუდან. გახანგრძლივებული სისხლდენის დროს აწარმოებენ სისხლძარღვის გადაკვანძვას ან კერავენ ფილტვს. დაკარგული სისხლის ასანაზღაურებლად აწარმოებენ სისხლისა და სისხლის შემცვლელების გადასხმას, ჩვენების მიხედვით იყენებენ სისხლდენის შემაჩერებენ საშუალებებს. 2.  პლევრის ღრუში სისხლის დაგროვება შინაგანი სისხლდენისას ფილტვის ტრავმის ან კიბოს, ტუბერკულოზის და სხვ. დაავადებების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian