ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემოსიდეროზი – 1. რკინაშემცველი პიგმენტის ჰემოსიდერინის ჭარბი ჩალაგება ორგანიზმის ქსოვილებში. ხშირად წარმოადგენს რომელიმე დაავადების სიმპტომს, მაგ. ჰემოლიზური ანემიის, ზოგიერთი ინფექციური დაავადების (ბრუცელოზის, მალარიის და სხვ.), ღვიძლის ციროზის. 2.  კანში ჰემოსიდერინის პიგმენტის ჩალაგება; უცნობი ეტიოლოგიის კანის დამოუკიდებელი ქრონიკული დერმატოზი, ან კანის სხვა დაავადების შედეგი, ან შინაგანი ორგანოების ზოგიერთი დაავადების გართულება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian