ჰემოქორიული პლაცენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემოქორიული პლაცენტა – (placenta haemochorialis ბერძნ.haima  –  სისხლი) იგი ჭეშმარიტი პლაცენტაა. ქორიონი უშუალოდ დედის სისხლს ეხება. ჰემოქორიულ პლაცენტაში ქორიონი შლის ეპითელიუმს, შემაერთებელ ქსოვილს და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების კედელს. ქორიონის ხაოები ჩაძირულია ლაკუნებში, რომლებშიც ცირკულირებს დედის სისხლი. ქორიონის სისხლთან შეხების ზედაპირი დიდდება ქორიული ეპითელიუმის გამონადრეკების ძლიერი განტოტებების ხარჯზე. მაიმუნებსა და ადამიანებს უვითარდებათ ხაოიანი ჰემოქორიული პლაცენტა. მას ახასიათებს ქორიონის ხაოთა ძლიერი განტოტებები, რომლებიც ლაკუნებშია ჩაძირული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian