ჰენდ – შიულერ – კრისჩენის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰენდ – შიულერ – კრისჩენის დაავადება – (A. Hand. ამერ. პედიატრი; A. Schuller, ავსტრ. ნევროპათ.; H. A. Christian, ამერ. ექიმი; სინ.: ლიპოიდური გრანულომატოზი, ლიპოგრანულომატოზი, ქრონიკული სისტემური პროგრესირებადი ჰისტიოციტოზი) დაავადება X ჰისტიოციტოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება ატიპური ჰისტიოციტული ელემენტებით სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ინფილტრაციით. დაავადება განსაკუთრებით ხშირად გვხვდება 4 – 5 წლის ასაკის ბავშვებში. ქალასა და მენჯის დაზიანების დროს დაავადების ხშირი სიმპტომია ტკივილი ძვლებში; საფეთქლის ძვლის დაზიანების გამო შესაძლოა განვითარდეს არაინფექციური ოტიტი; თვალბუდის ძვლების დესტრუქციის გამო ვითარდება ეგზოფთალმი, თურქული კეხის დაზიანების გამო ირღვევა ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის ფუნქცია, კანზე ვითარდება ქსანთომები, ვეზიკულები, წყლულები, ჰემორაგიები. დაავადებას შესაძლოა ჰქონდეს ქრონიკული ხასიათი და ნელა პროგრესირებდეს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish