ჰეპატარგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰეპატარგია – (hepatargia; ბერძ. Hepat ღვიძლი + argia უმოქმედობა, ინერტულობა; სინ.: ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, პორტო – სისტემური ენცეფალოპათია)  კლინიკური სინდრომი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლის მძიმე უკმარისობის ან თირკმლისმიერი ინტოქსიკაციის დროს; შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა გენეზის ჰეპატიტების, ორსულთა ეკლამფსიის, ღვიძლის ვენების მწვავე თრომბოზის, ღვიძლის ციროზის დროს. კლინიკურად ხასიათდება ნერვულ – ფსიქიკური დარღვევებით: მყესოვანი რეფლექსების გაძლიერება, კუთოვანი ტონუსის მომატება, რიგიდულობა, გუგების გაფართოება, ნისტაგმი, მხედველობის დარღვევა. შესაძლოა განვითარდეს მწვავე ფსიქოზი და პარაპლეგია; აღინიშნება სიყვითლე, ჰიპოთერმია, ზოგჯერ შეშუპებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian