ჰეტეროქრონია უჯრედული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰეტეროქრონია უჯრედული – (heterochronia cellularis ბერძნ. heteros  –  სხვა და chronos  –  დრო)   ქსოვილის შემადგენლობაში უჯრედების არაერთდროული განვითარება. ქსოვილებში მეტად დიფერენცირებულ უჯრედებთან ერთად ყოველთვის არის ახალგაზრდა მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებიც ქმნიან კამბიუმს, რის ხარჯზეც ხდება ქსოვილთა უჯრედული შემადგენლობის განახლება. უჯრედების არაერთდროული განვითარება ჰისტოგენეზის ერთ – ერთი კანონზომიერი მხარეა. უჯრედული განვითარების ჰეტეროქრონიის მეოხებით ხორციელდება ქსოვილების ადაპტაცია სხვადასხვა პირობებისადმი (ს.ი.შჩელკუნოვი, 1960). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish