ჰიპერვალინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერვალინემია – (ბერძ. Hyper –  + ვალინი + ბერძ. Haima სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ამინომჟავა ვალინის ცვლის დარღვევით; ვლინდება ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენით და ნერვულ – ფსიქიკური მოშლილობებით. დაავადებას საფუძვლად უდევს ფერმენტ ვალინტრანსფერაზის დეფიციტი. კლინიკურად ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში ღებინებით, ორგანიზმის გაუწყლოვნებით და კომის განვითარებით. შემდგომში ვითარდება ჰიპოტროფია, ვლინდება ნევროლოგიური სიმპტომატიკა – ნისტაგმი, ზოგადი კუნთოვანი ჰიპოტონია, მყესთა ჰიპერრეფლექსია, ჰიპერკინეზები, კრუნჩხვითი შეტევები; ასაკთან ერთად ვლინდება ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian