ჰიპერვიტამინოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერვიტამინოზები – მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ზოგიერთი ვიტამინის გადაჭარბებულად მიღების გამო. ყველაზე მეტი კლინიკური მნიშვნელობა ენიჭება A და D ჰიპერვიტამინოზებს. A ჰიპერვიტამინოზი ვითარდება ვიტამინების დიდი დოზებით მოხმარებისას (100 000 სე – ზე მეტი დღეში) სიმპტომები: მოდუნებულობა, ძილიანობა, თავის ტკივილი. დათვალიერებისას აღინიშნება კანის აქერცვლა, თმების და წარბების ცვენა, ღვიძლის და ელენთის უმნიშვნელო გადიდება. ზოგიერთი ვიტამინის ჭარბი დოზირებისგან განპირობებული, მწვავედ განვითარებული სიმპტომები ზოგჯერ უვითარდებათ პაციენტთა მცირე რიცხვს და დამოკიდებულია სხვადასხვა მიზეზებზე. მაგალითად ნიკოტინის მჟავის დიდი დოზით (1 გრ. და მეტი) მიღების შემდეგ, სისხლძარღვთა გაფართოების შედეგად, შესაძლებელია განვითარდეს სახის და სხეულის შეწითლება, სიცხის და წვის შეგრძნება ამ მიდამოებში, არტერიული წნევის დაცემის შედეგად, გულწასვლის შეგრძნება. B ჯგუფის ვიტამინები ხშირად იწვევენ გამოხატულ ალერგიულ რეაქციებს: ჭინჭრის ციებას, ართრალგიებს და სხ. 2.   hypervitaminosis ინტოქსიკაცია, გამოწვეული ვიტამინების დიდი დოზებით მიღებისას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian