ჰიპერთერმია

ჰიპერთერმია –  (ბერძ.ὑπερ- მეტისმეტად, უზომოდ;  θέρμη – სითბო) – გარემო ფაქტორების გამო, სხეულის ტემპერატურის მომატებით, ადამიანის და ცხოველის  ორგანიზმში, ჭარბი სითბოს დაგროვებაა. გართულებულია გარემოში სითბოს გაცემა ან გაზრდილია გარემოდან სითბოს მიღება.

ზოგჯერ ჰიპერთერმიას ცხელებას უწოდებენ, რომელიც პათოგენური აგენტების (მაგალითად, ინფექციური დაავადებების დროს, ბაქტერიული ალერგენები), მოქმედების საპასუხოდ, ორგანიზმის დამცავ-შემგუებლურ რეაქციას წარმოადგენს, შედეგად მიმდინარეობს, თერმორეგულაციურ პროცესებში ცვლილება და სხეულის ტემპერატურის მომატება.

მედიცინაში ხელოვნური ჰიპერთერმია, გამოიყენება მკურნალობის მიზნით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook