ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

შესაძლო მიზეზები: დიფუზური ტოქსიური ჩიყვი, თირეოტოქსიური ადენომა, მრავალკვანძოვანი ტოქსიური ჩიყვი, ჰიპოფიზის ადენომა თირეტროპული ჰორმონის მომატებული სეკრეციით და სხვ. მედიკამენტოზური თირეოპტოქსიკოზი შესაძლოა აღინიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გადამეტებული მიღების დროს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ვლინდება მომატებული აგზნებადობით, გაღიზიანებადობით, მტირალობით, უძილობით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, სისუსტით, ოფლიანობით, პროგრესირებადი სიგამხდრით (მიუხედავად კარგი მადისა) თვალების გადმოკარკვლით, ცრემლდენით, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით – ტკივილით კუჭის არეში, ღებინებით, ფაღარათით. აღინიშნება გულისცემის გაძლიერება, არითმია, კარდიალგია, ქოშინი. დავადების ყველაზე მძიმე გართულებაა თირეოტოქსიკური კრიზი.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი ზუსტდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მომატებისა და სისხლის შრატში თირეოტროპული ჰორმონის დონის დაწევის გამოვლენით.

მკურნალობა

მკურნალობის მეთოდები – მედიკამენტოზური თერაპია (ანტითირეოიდული საშუალებების, იოდის პრეპარატების გამოყენება), თერაპია რადიაქტიური იოდით, ოპერაციული ჩარევა. ტაქიკარდიის დროს ტარდება სიმპტომური თერაპია ბეტა – ადრენობლოკატორებთან კალციუმის ანტაგონისტებით. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას იყენებენ გლუკოკორტიკოიდებს.

ჰიპერთირეოზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ჰიპერთირეოზი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნით
📌 ჰიპერთირეოზის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს:
➡️ დიფუზური ტოქსიური ჩიყვი;
➡️ თირეოტოქსიური ადენომა;
➡️ მრავალკვანძოვანი ტოქსიური ჩიყვი;
➡️ ჰიპოფიზის ადენომა თირეტროპული ჰორმონის მომატებული სეკრეციით
🆘 დავადების ყველაზე მძიმე გართულებაა თირეოტოქსიკური კრიზი
💊 ჰიპერთირეოზის მკურნალობა მოიცავს:
✅ მედიკამენტოზური თერაპია;
✅ თერაპია რადიაქტიური იოდით;
✅ ოპერაციული ჩარევა
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3PxjtG5
#ჰიპერთირეოზი #ჰიპერთირეოზისსიმპტომები #ჰიპერთირეოზისნიშნები #ჰიპერთირეოზისდიაგნოსტიკა #ჰიპერთირეოზისმკურნალობა #ფარისებრიჯირკვლისდისფუნქცია #ჰიპერთირეოზისმართვა #დაღლილობა #წონისკლება #დეპრესია #მეხსიერებისპრობლემები #ჩიყვი #თმისცვენა #კუნთებისტკივილი #უშვილობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი