ჰიპერკინეზიული გულის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერკინეზიული გულის სინდრომი – ანუ სისხლის მიმოქცევის ჰიპერკინეზული მდგომარეობა. საფუძველია გულის გაძლიერებული მუშაობა, წუთმოცულობის მომატება. ამ დროს პერიფერიული სისხლძარღვოვანი წუთმოცულობა მომატებულია. კლინიკა: გულის ფრიალი, ტაქიკარდია, გულის გაძლიერბული შეკუმშვის შეგრძნება, შებოჭვის გრძნობა, გულისარეში ხანგრძლივი არაინტენსიური ტკივილი. მოვლენები ძლიერდება ფიზიკურ დატვირთვასა და ემოციურ აგზნებაზე, დამახასიათებელია სისტოლური ჰიპერტონია და მაღალი პულსური წნევა, აორტაზე და ფილტვის არტერიაზე სისტოლური შუილი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish