ჰიპერლიპემია ესენციური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერლიპემია ესენციური – მემკვიდრეობითი ფერმენტოპათიების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდება ცხიმოვანი ცვლის მოშლით. ეტიოლოგია, პათოგენეზი: ლიპოპროტეიდლიპაზას აქტიურობის დაქვეითება, ცხიმოვანი მჟავების ცილოვანი აქცეპტორების უკმარისობა, ქილომიკრონების გახლეჩვის შესუსტება, ინჰიბიტორების არსებობა, პლაზმური კოფაქტორების უკმარისობა. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტიპიურ შემთხვევებში – ქსანთომების განვითარება, სწარაფად პროგრესირებადი ათერომატოზი, ღვიძლის, ელენთის გადიდება, შესაძლებელია აბდომინური ტკივილები, შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები. გამოყოფენ დაავადების 5 ტიპს: პირველი ტიპი ხასიათდება ჰიპერქილომიკრონემიით, ჰიპერ – ტრიგლიცერიდემიით და ჰიპერქოლესტერინემიით; მეორე ა ტიპი  – ჰიპერ – ბეტა – ლიპოპროტეიდემიით, ჰიპერქოლესტრინემიით, უმნიშვნელო ჰიპერ – ტრიგლიცერიდემიით; მეორე ბ  – მაღალი ჰიპერ – ბეტა – ლიპოპროტეიდემიით და ჰიპერ – ტრიგლიცერიდემიით; მესამე ტიპი – ჰიპერქოლესტერინემიით და ჰიპერ – ტრიგლიცერიდემიით; მეოთხე ტიპი –  ჰიპერ – პრებეტა – პროტეიდემიით და ჰიპერ – ტრიგლიცერიდემიით; მეხუთე ტიპი – შერეული, ვლინდება ჰიპერ – ქილომიკრონემიით, ჰიპერგლიცერიდემიით, ჰიპერ – პრებეტალიპოპროტეიდემიით და ჰიპერ – ქოლესტერინემიით. დიაგნოსტიკას საფუძვლად უდევს ლიპიდური ცვლის კომპონენტების გულდასმითი ბიოქიმიური გამოკვლევები. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა, თუმცა ხშირია გართულებები, თანმხლები ათეროსკლეროზი. მკურნალობა. დიეტა ნაკლებკალორიული საკვებით, ხოლო დაავადების III და IV ტიპების დროს – ნახშირწყლების შეზღუდვითაც; ნაჩვენებია სამკურნალო ფიზკულტურა, პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის შემცვლობას (მისკლერონი, პოლისპონინი, ლინეტოლი და სხვ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian