ჰიპერპარათირეოიდული ფიბროზული ოსტეოდისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერპარათირეოიდული ფიბროზული ოსტეოდისტროფია – რექლინგჰაუზენის დაავადება – ვითარდება პარათირეოიდული ჯირკვლების მიერ პარატჰორმონების გაძლიერებული სეკრეციის შედეგად. აღნიშნული ჰორმონი იწვევს ფოსფორის გამოყოფის გაძლიერებას შარდთან ერთად, რასაც შედეგად მოჰყვება კალციუმის დაკარგვა, მისი მობილიზაცია ძვლებიდან ჰიპერკალცემიით და შარდით კალციუმის გაძლიერებული გამოყოფით, აგრეთვე მისი ქსოვილებში ჩალაგებით. სიმპტომები. საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, ტკივილი ფერდქვეშა მიდამოში, დისპეფსიური მოვლენები. ობიექტურად აღინიშნება ტაქიკარდია, სპეციალური გამოკვლევებით –  კენჭები თირკმლებში. განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს, ძვლების ტკივილი, რომლებიც შესაძლებელია თანდათანობით გაძლიერდეს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური მოტეხილობები. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ძვლების სუბპერიოსტალური რეზორბცია, ხოლო დაავადების მოგვიანებით სტადიებზე, ძვლის ქსოვილის გამეჩხერების (გათხელების) კერები. ეკგ – ზე შესაძლებელია იყოს ჰიპერკალცემიის ნიშნები: Q – T ინტერვალის შემოკლება, QRS ინტერვალის გაფართოება, T კბილის შემცირება და R კბილის გადიდება. თირკმლებში კალციუმის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მნიშვნელოვანი დაზიანება, შემდგომ ჰიპერტონიის განვითარებით და გამომყოფი ფუნქციის დაღვევით. კალციუმის ცვლის დარღვევის ანალოგიური კლინიკური ნიშნები შეიძლება აღინიშნებოდეს D ვიტამინის გადაჭარბებული რაოდენობის მიღებისას, ძვლის სიმსივნეების მეტასტაზირების, თირკმლების ზოგიერთი დაზიანების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian