ჰიპერპროლაქტინემიური ჰიპოგონადიზმის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერპროლაქტინემიური ჰიპოგონადიზმის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვითარდება ქალებსა და მამაკაცებში ჰიპოფიზის ჰორმონის პროლაქტინის ხანგრძლივად ჭარბი სეკრეციის შედეგად. ჰიპერპროლაქტინემია ქალებში ახდენს რძის ინდუცირებას (გალაქტორეას) და თრგუნავს მენსტრუალურ ციკლს (ამენორეა). მამაკაცებში პროლაქტინის სიჭარბე იწვევს ჰიპოგონადიზმის დამახასიათებელ კლინიკას. ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერპროლაქტინემიური ჰიპოგონადიზმის სინდრომი, ამენორეა ძირითადად ატარებს მეორად, იშვიათად – პირველად ხასიათს. გალაქტორეა გამოხატულია სხვადასხვა ხარისხით. სინდრომი ხასიათდება ლიბიდოს დაქვეითებით, ორგაზმის არარსებობით, საშვილოსნოსა და საშოს ლორწოვანი გარსების ატროფიით. მამაკაცებში აღინიშნება ოლიგო –  და ასტენოსპერმია, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian